იცით, როგორ მიყვარხართ - მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს ციხიდან წერილით მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქუთაისელებს ციხიდან წერილით მიმართავს.
"მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისელებს ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი. ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი - შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა. გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის ხელით დაწერილი წერილი რუსთავის ციხიდან ქუთაისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ გამოიტანა.
ავტორი: ნიუპრესი