|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იგეგმება გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვა - ორშაბათიდან ქუთაისში ახალი ავტობუსები იმუშავებს

ქუთაისში ორშაბათიდან მუშაობას 36 ახალი ავტობუსი დაიწყებს. ამ დროისათვის  მიმდინარეობს ავტობუსებისათვის სანომრე ნიშნების მინიჭების პროცესი.

შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელის, გიორგი გიორგობიანის განცხადებით, მოკლე ხანში ქალაქს კიდევ 24 ახალი ავტობუსი დაემატება.

მისივე თქმით, იგეგმება გადახდის ელექტრონული სისტემის დანერგვა. 

"ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ"-განაცხადა გიორგობიანმა. 

მისივე თქმით, ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით. აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. 

ამ დროისათვის უცვლელი რჩევა სვლა გეზები, და ჯერჯერობით ფასიც.  გადაწყვეტილება ფასის 40-დან 50 თეთრამდე გაზრდის შესახებ ოფიციალურად თებერვლის ბოლოს დამტკიცდება. 

 ავტობუსები ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმოძრავებს. 

ავტორი: ნიუპრესი