|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია" (R)

„ქართული ოცნებიდან“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა სოფლებში - შქმერის ბოყვა, ხეითის ზვარეთის კვაშხიეთის ზუდალის სევა, ჯოისუბანი, ახალი ჩორდი, პიპილეთი, ჟაშქვა, სორგითი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ონჭევი, სომიწო, საბანაძეები, ღუნდა, წედისი, ირი, სხანარი, ქვედი, ქვედრულა. ¬„მე მზად ვარ, მოვისმინო და გავიაზრო ყველა ის საჭიროება, რაც დღეს აწუხებს მოსახლოებას. მზად ვარ, პირადად ჩავერთო და ყველა ნაბიჯს ბოლომდე მივყვე, ყველას მოგისმინოთ, გამარჯვების შემდეგ კი, საკანონმდებლო დონეზე, თქვენი კითხვები და თხოვნები უნდა მივიტანო უმაღლეს ინსტანციამდე. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე - ეს არის ჩემი სდევიზი! დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის მხარდაჭრით ამას შევძლებთ“, - მაჟორიტარობის კანდიდატმა ონის მოსახლეობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გზების რეაბილიტაციას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტებმა. „იგეგმება ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. ასევე იგეგმება ნიკორწმინდის ცენტრში მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციაც.“,-აღნიშნა ენიქიძემ. მისივე ინფორმაციით, დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პირველ ეტაპზე 11¬მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ დაფინანსდება. „რეგიონში განსახორციელებელი 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშოებების ჩატარება. გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც „მთის განვითარების ფონდიდან“ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მეშვეობით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარებას, შეიქმნება მეტი ნატურალური პროდუქტი, გაუმარტივდება გლეხს მიწის მოვლა და ვეცდებით, მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში დავეხმაროთ. გავაფართოვებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომ გლეხმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი, ხელს შევუწყობთ გარე ბაზრებთან კომუნიკაციას. ქრონიკულად დაავადებულ უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აშენდება პროფესიული კოლეჯ „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის პედაგოგების საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ავტორი: ნიუპრესი