|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო

"გირჩი-მეტი თავისუფლების" დაკავებულმა წევრმა იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.

იმედა კლდიაშვილი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვს.

მისი ადვოკატის განცხადებით, თუ კი კლდიაშვილს სასამართლო 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვებს, ის შიმშილობას გააგრძელებს.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრების განცხადებით, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათ შორის, არ ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

  გუშინ აქცია 6 ქალაქში ერთდროულად გაიმართა, რა დროსაც სუსის შესასვლელები ავტომანქანებით ჩახერგეს, რის შემდეგაც ისინი ევაკუატორებით გადაიყვანეს.  კლდიაშვილმა ანალოგიური ქმედება რამდენიმე დღის წინაც განახორციელა, მაშინ მას 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი