|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება იმერეთის გუბერნატორის წარდგენა, კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ მთავრობის კანცელარიაში.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა.

კანდიდატურებს შორის დასახელდნენ განათლების მინისტრის მოადგილე და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი თემურ მურღულია,  არსებული ინფორმაციით, მან უარი განაცხადა ამ პოსტის დაკავებაზე.

შემოთავაზების ფაქტს უარყოფს თემურ მურღულია. "არ ყოფილა შემოთავაზება, იყო კულუარული საუბრები, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს ამის შესახებ, ამიტომ განმარტება გავაკეთე ფეისბუკის გვერდზე. მე მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ", -განუცხადა ნიუპრესს თემურ მურღულიამ.  

კანდიდატურებს შორის დასახელდნენ ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგა გიორგაძე,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, განიხილება სხვა კანდიდატურებიც. 

იმერეთის გუბერნატორის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია. გუბერნატორის მოვალეობას ამ დრომდე გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. მიიღო თუ არა პრემიერისაგან შეთავაზება, დალაქიშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.   

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა 26 ივლისს 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  როგორც მაშინ განაცხადეს, ახალი გუბერნატორების წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

 

გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება

ავტორი: ირინა მაკარიძე