|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე დაინიშნება?

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე დაინიშნება- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"კურიერის"  ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც 20 აგვისტოს პრემიერი 6 გუბერნატორის პოსტზე დაასახელებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება. ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში - ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირხანაშვილი. 

შავლეგო ტაბატაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. მას  გენერლის წოდება გასულ წელს მიენიჭა. 

 მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

დეკლარაციის მიხედვით, შავლეგო ტაბატაძე, 1977 წლის 12 თებერვალს რუსთავში დაიბადა. მეუღლე ეკატერინე ბარბაქაძეა, ჰყავთ 4 შვილი. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი