|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია"

როგორ მუშაობს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იმერეთის მუნიციპალიტეტებში?-ეს საკითხი გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი კვლევის მიზეზი.

ორგანიზაციის რეგიონალურმა კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ იმ მიგნებებზე ისაუბრა, რაც მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობას აფერხებს. მოწონელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილ საბჭოებში ადგილობრივების ჩართულობა ნაკლებია. მუნიციპალიტეტების მიწოდებული ინფორმაციით, დგინდება დასახლების კრება არ ჩატარებულა იმერეთის ექვს მუნიციპალიტეტში, პეტიცია რეგისტრირებულია მხოლოდ ხონის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შექმნილია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თერჯოლისა. ტყიბულში, ხარგაულსა და ვანში შეიქმნა საბჭოები მაგრამ სხდომები არ ჩატარებულა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გენდერული ბალანსი დაცულია, მაგრამ არცერთ მოქმედ საბჭოში, არ არის გათვალისწინებული მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.

„როგორც ჩვენ ვკითხულობთ, საბჭოები შეიქმა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობს ხვდება, მაგრამ არ არის მითითებული, შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობა, ამიტომ ვერ ვიტყვით რამდენად ქმედითია შეხვედრები. ისევე, როგორც იკრიბება საბჭოები, მაგრამ სხდომები არ ტარდება. ჩვენი აზრით, არის ორი პრობლემა, რამდენად ხდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა და არის თუ არა ჩართულობის მექანიზმები ეფექტური“-განაცხადა ლელა მოწონელიძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა კრების და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება დგინდება, თუ კრებას ესწრება რეგისტრირებული მოსახლოების 20%, რაც არის მაღალი მაჩვენებელი და ხშირ შემთხევვაში ამის გამო კრებაზე ოქმი ვერ იწერება. ორგანიზაცია კანონში რაიმე სახის ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის.

კვლევა 2015-2016 წლებს მოიცავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი