|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზაზა ცხაკაია დაინიშნა

იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზაზა ცხაკაია დაინიშნა.

ზაზა ცხაკაია 2018 წლის 29 ნოემბრიდან იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2016-2017 წლებში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს უფროსი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს უფროსი გახლდათ.

2014-2015 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) უფროსი (სამმართველოს უფროსი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსი.

2009-2010 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი იყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა