იმერეთის რწმუნებული კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო. საზეიმო მესა, პადრე გაბრიელმა აღავლინა. მესის დაწყებამდე სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს მიმართა და ქრისტეშობა მიულოცა.
"ქრისტეს შობას ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ამ დღესასწაულს, ეს არის ძალიან დიდი დღე მორწმუნებისთვის. რა თქმა უნდა საუკუნეების განმავლობაში საქართველო და განსაკუთრებით ქუთაისი გამოირჩეოდა ტოლერანტული დამოკიდებულებით ყველა რელიგიის კონფესიის მიმართ. საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება და ჩვენ, ერთმანეთისადმი სიყვარული ერთიანად დაგვაძლევინებს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“ - ზვიად შალამბერიძე.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა