|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,იმერეთის ხმის“ გამარჯვებული ხონის წარმომადგენელი გახდა

მუსიკალური პროექტის ,,იმერეთის ხმა“ გამარჯვებული ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნინი შონია გახდა.

გამარჯვებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. მას საჩუქრად დიპლომი და ნოუთბუქი გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც.  ღონისძიება  ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა.

მუსიკალური პროექტი ,,იმერეთის ხმა“ იმერეთის გუბერნიის ორგანიზებით მესამე წელია მიმდინარეობს.

კონკურსში  იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობენ.

პროექტის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენაა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა