იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში თოვს
ქუთაისსა და იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. რეგიონის ქვედა ზონის სოფლებში თოვლის საფარი მცირეა, ხოლო ზემო იმერეთში 40–50 სანტიმეტრამდე აღწევს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




12:35
















