იმერეთში 70 680 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, რეგიონში ამ დროისთვის 70 680 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ზემო იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული.
მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.
ძლიერი წვიმის შედეგად: ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.
ავტორი: ნიუპრესი