იმერეთში ამ დროისათვის კოვიდინფიცირებული 161 მძიმე პაციენტია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში - 110, იმერეთში -161.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16.
667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი