იმერეთში დავითის აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე პატივი მიაგეს გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავს.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა ,,ძლევაი საკვირველი" მოეწყო. ასევე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა". დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
ავტორი: