|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ინფიცირების 49 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა,  იმერეთში - 49. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც: 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 875,  იმერეთში - 446.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში - 174,  იმერეთში - 130.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში - 70, იმერეთში - 12.

1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 652 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 093-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 352 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი