|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ივლისიდან დღეში 7 ათასამდე ადამიანი აიცრება - ამირან გამყრელიძე

ივლისიდან იმერეთის რეგიონში დღის განმავლობაში 6-დან 7 000-მდე ადამიანი აიცრება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე დღეს, 4 ივნისს ქუთაისში განაცხადა.

 მისივე თქმით, იმერეთში ვვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია. 

"ამ დროისათვის ქვეყანაში 162 000 ადამიანია ვაქცინირებული, ხოლო ივლისიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დღის განმავლობაში 6-დან 7 000-მდე ადამიანი აიცრება. ამ დროისათვის არსებული პროგნოზით,  მიმდინარე წლის დეკემბერში მოსახლეობის 60 პროცენტი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,  ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ორ ახალ ვაქცინას ელოდებიან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი