|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 103.ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 103.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც: 3 937 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 110, აჭარაში - 399, იმერეთში - 536.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17.

675 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 353 - თბილისში, 282- აჭარაში. 8 103 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი