|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 178 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 178.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 454, აჭარაში - 464, იმერეთში - 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 91, იმერეთში -125.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 9, იმერეთში - 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 - თბილისში, 343 - აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი