"კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება.
"რამდენიმე პაციენტი ოქროს ბირჟიდან არის, რამდენიმე მაღაზიის თანამშრომელს დაუფიქსირდა, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა "საირმეში" სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს. კერა ლოკალიზებულია და დამსვენებლები წყალტუბოში, კარანტინში არიან გადაყვანილი,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 832 ნიმუში შემოწმდა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისთვის იმერეთში მდგომარეობა კონტროლირებადია.
მხარის კლინიკებში 270-მდე პაციენტია, ბოლო დღეებში ქუთაისში 2 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი