იმერეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთში - 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი