იმერეთში კორონავირუსის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც:
6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 604, იმერეთში - 1 448.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში - 643, აჭარაში - 124, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 36, იმერეთში - 29.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 739 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: