იმერეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთში - 76.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც: 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 389, იმერეთში - 492.
მძიმე პაციენტია 887 პირი, მათ შორის, თბილისში - 413, აჭარაში - 96, იმერეთში -164.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 16, იმერეთში - 16.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი