იმერეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10.
635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი