იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
გამოვლენილი შემთხვევები კი რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 333, აჭარაში - 486, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 11, იმერეთში - 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 - თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი