|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების  38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გამუცხადა. 

მისი თქმით, ამ მაჩვენებლით იმერეთი აჭარის შემდეგ მეორე ადგილზეა.

"კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარას უკავშირდება.  მომდევნო ადგილზეა იმერეთი- 9%-ით, სადაც 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა". 

 დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, თბილისში 32 ახალი შემთხვევაა.

ავტორი: ნიუპრესი