იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 55.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 397, საიდანაც: 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 394, იმერეთში - 489.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 100, იმერეთში -163.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 17, იმერეთში - 16.
661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 246- აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი