იმერეთში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც: 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 376, აჭარაში - 469, იმერეთში - 424.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 87, იმერეთში -102.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 - აჭარაში.
9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი