იმერეთში მეორე ტური სამ მუნიციპალიტეტში გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნილი მონაცემებით, იმერეთში მეორე ტური სამ მუნიციპალიტეტში გაიმართება.
12 მუნიციპალიტეტიდან 9 მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხარაგაულის, ვანის, ხონის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობამ მერი პირველივე ტურში აირჩია.
მეორე ტური ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში გაიმართება.
ქუთაისში მეორე ტურში ერთმანეთს ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და მმართველი გუნდის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
ბაღდათში მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი გიორგი რობაქიძემ (ენმ) და ქართული ოცნების კანდიდატი კახა ენუქიძე გადავიდნენ.
წყალტუბოში მეოეე ტურში არიან ზაზა მეტრეველი - ოპოზიციის კანდიდატი და გენადი ბალანჩივაძე "ქართული ოცნებიდან".
ავტორი: ნიუპრესი