იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა წყალტუბოში მოეწყო
იმერეთში მეოთხე საკარანტინო ზონა მოეწყო, წყალტუბოში სასტუმრო პლაზაში 60 მოქალაქეა და დღეს 15 დაემატება. ისინი ბელორუსიის რეისით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები არიან.
115 მოქალაქეა წყალტუბოს მეორე საკარანტინო ზონაში, 192 საირმეში, 28 საჩხერეში. სულ იმერეთში კარანტინში 410 მოქალაქეა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მაღალი ტემპერატურით გადაყვანილია ორი მოქალაქე. მათ ანალიზებს აუღებენ. საკარანტინო ზონები რამდენიმე მოქალაქემ დატოვა, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი