|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მიწის ნაკვეთების მოტყუებით დარესგისტრირების ფაქტზე 5 პირი ამხილეს

იმერეთის რეგონში სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დარესგისტრირების ფაქტზე 5 პირი ამხილეს.

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო მოცულობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება", - წერია განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ავტორი: ნიუპრესი