იმერეთში სამი პირი დააკავეს - ამოღებულია უკანონო იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ს.ხ. და 1968 წელს დაბადებული ნ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა




18:58
14:35
13:33
22:22
















