|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. ის კურატორობას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თემებს.

ასევე განესაზღვრა კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის საკითხთა კოორდინაცია რეგიონში.

 

გრიგოლ დალაქიშვილი იყო ქუთაისის მერის მოადგილე, ასევე 2017-2019 წლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო წლებში კი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რწმუნებულის ორმა მოადგილემ პოსტი ორი დღის წინ ერთდროულად დატოვა

 

ავტორი: