რუსული ოკუპაციის დღის აღსანიშნად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
ოკუპაციის დღის აღსანიშნავად 25 თებერვალს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის, მთავრობისა და სხვა ადმინისტრაციული შენობებზე.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოაცხადა. ქვეყნის დამოუკიდებლობა აღდგა 1991 წლის 9 აპრილს.
რუსეთის ოკუპაციაში რჩება საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




15:53
17:19
16:42
12:22
















