newspress-ის საახალწლო ნომინაციები - ვინ და რა მოხვდა "გამარჯვებულთა" სიაში?
newspress.ge-მ საახალწლოდ სპეციალური ნომინაციები დააწესა. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 2013 წელს ქუთაისში? - მთავარი მოვლენები, მთავარი გმირები, მთავარი შემსრულებლები, მთავარი სანახაობა და ბევრი სხვა მთავარი - newpress-მა საახალწლო ნომინაციებში ასახა:
წლის "დამლაგებელი" - ყოფილი "ნაციონალი" და ამჟამად "პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - გოჩა თევდორაძე
წლის "ოცნება" - საკრებულოს უმრავლესობაში ყოფნა (ამისთვის პარტიიდან პარტიაში გადაბარგებული დეპუტატები)
წლის "ხმა" - პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია
წლის "მოვლენა" - "თეთრი" ნაძვის ხე ქუთაისის ოპერის თეატრის წინ
წლის "სანახაობა" - მესხიშვილის თეატრში ჩატარებული კონკურსი მის "ქუთაისის სახე", "ქართული ოცნების" მაისურებით
წლის "პერსონა" - ამერიკიდან ჩამოსული ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი
წლის განცხადება - დიმიტრი კოპალიანის ხელწერილი გადადგომის თაობაზე
წლის ვაკანსია - ქუთაისის მერიაში მიმდინარე კონკურსი
წლის "სკამი" - ქუთაისის მერის სავარძელი
წლის "სიზმარა" - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე
წლის "მშენებელი" - ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას შესრულებელი სამუშაოები თეატრის შენობაში
წლის შოკი - თოვლი დეკემბერში
წლების პროექტი - პორტი ქუთაისში
წლის "სეკვესტრი" - ქუთაისის საკრებულოში დაშლილი "ნაციონალები", შემდგომში დაშლილი "პატრიოტები"
წლის "გადაზიდვის სერვისი"- პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობა
წლის "მებაღე"- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორად გადანაცვლებული ამირან ხვადაგიანი.
წლის აქცენტებსა და საახალწლო ნომინაციებს დაეთმო newpress-ის 2013 წლის ბოლო გადაცემა "აქცენტი", სადაც ნომინაციებში "გამარჯვებულნი" უკვე სტუმრებთან ერთად გამოვლინდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა