|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 41-ე სკოლაში აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა

ქუთაისის 41-ე სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა. გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი დაესწრო. კაბინეტის გახსნა დღევანდელ დღეს სპეციალურად დაამთხვიეს, რადგან დღეს აგლაია აბზიანიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. "ქალბატონი აგლაია ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, ის ჩვენს სკოლაში გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. გავხსენით მათემატიკის კაბინეტი, რომელიც მისი სახელობისაა",- განაცხადა 41-ე სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა.

აგლაია აბზიანიძე ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელის დედა იყო, ის მათემატიკის დარგში 56 წელი მოღვაწეობდა. 
 
 

ავტორი: ანა ჯიქია