|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 108 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 108.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 514, აჭარაში - 499, იმერეთში - 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში - 479, აჭარაში - 86, იმერეთში -116.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 8, იმერეთში - 15.

812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 - თბილისში, 348 - აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი