ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან 175 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 031, აჭარაში - 843, იმერეთში - 1 102.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში - 687, აჭარაში - 179, იმერეთში - 340.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 241, აჭარაში - 47, იმერეთში - 35.
2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 - თბილისში, 712 - აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი