ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 90 დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 427, იმერეთში - 421.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში - 98, აჭარაში - 10, იმერეთში - 11.
749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი