ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - 8 მაისის სტატისტიკა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთში - 162.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 041, საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 470, აჭარაში - 493, იმერეთში - 443. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 427 - თბილისში, 332 - აჭარაში. 11 969 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი