ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან 288 იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა - 201, იმერეთი - 288.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 930, აჭარაში - 784, იმერეთში - 1 084. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 684, აჭარაში - 178, იმერეთში - 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი, მათგან თბილისში - 242, აჭარაში - 41, იმერეთში - 35.
2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 682 - აჭარაში.
27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 5.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი