ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან იმერეთში გამოვლენილია 1 376
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა - 1 139, იმერეთი - 1 376, ქვემო ქართლი - 628, შიდა ქართლი - 563, გურია - 184, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 426, აჭარაში - 773, იმერეთში - 1 253.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 175 პირი, მათ შორის, თბილისში - 453, აჭარაში - 154, იმერეთში - 361.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 45, იმერეთში - 30. 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 526 - აჭარაში.
196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 246 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი