|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან 2 760 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 494, აჭარაში - 752, იმერეთში - 1 243.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 244 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 152, იმერეთში - 397.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 38, იმერეთში - 23. 1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 - თბილისში, 481 - აჭარაში.

216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა