|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან 309 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:

5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 138, აჭარაში - 528, იმერეთში - 995.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 36, იმერეთში - 37.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი