ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან 281 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარა - 188, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი -115, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 132, კახეთი -138, მცხეთა-მთიანეთი -28, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:
4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 479, იმერეთში - 863.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.
858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 536 - თბილისში, 214- აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 800 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი