|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 327 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 251 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა