|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან 262 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 262, ქვემო ქართლი - 224, შიდა ქართლი - 198, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 238, კახეთი - 232, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688 საიდანაც:

7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 856, იმერეთში - 1 088.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 699, აჭარაში - 182, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი, მათგან თბილისში - 239, აჭარაში - 42, იმერეთში - 37.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა