572 ახალი შემთხვევა და 270 მძიმე პაციენტი იმერეთში - 5 ოქტომბრის სტატისტიკა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 406, აჭარაში - 351, იმერეთში - 897.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში - 339, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 110 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი