|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან 3 281 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 771, იმერეთში - 1 257.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 137, იმერეთში - 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 38, იმერეთში - 26.

1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 - თბილისში, 465 - აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა