|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან 3 382 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686,  საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29.

1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა