ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან 3 689 იმერეთშია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა - 2 190, იმერეთი - 3 689, ქვემო ქართლი - 1 581, შიდა ქართლი - 1 466, გურია - 439, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 623, კახეთი - 1 298, მცხეთა-მთიანეთი - 617, სამცხე-ჯავახეთი - 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 102.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 181 293 საიდანაც:
5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 126.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში - 139, იმერეთში - 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 44, იმერეთში - 23.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი